საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, რუსთავში ახლადაშენებულ ტექსტილის საწარმოს ხსნის. პრემიერი, რუსთავში ეკონომიკის მინისტრ, ნათია თურნავასთან ერთად იმყოფება.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია რომ პანდემიის პირობებში ტექსტილის საწარმოს მშენებლობა დასრულდა და საწარმოში წლის ბოლომდე 4000-მდე რუსთაველი დასაქმდება.
“ვიცით, რომ ეს საწარმო შენდებოდა ოთხი თვის განმავლობაში. ივლისში, როცა აქ ვიყავით, პანდემია პიკში იყო. მაშინ ინვესტორებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს პრეექტი უნდა დაგვესრულებინა ოთხ თვეში და პირველ რუსთაველებს აქ მუშაობა უნდა დაეწყოთ ოთხ თვეში. მინდა მივულოცო ადამიანებს, რომლებიც ამ საწარმოში იმუშავებენ, მინდა მივულოცო ინვესტორს და “აწარმოე საქართველოს” გუნდს, რომ ეს პროექტი განხორციელდა ასეთ მძიმე პირობებში.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი მიდგომები ბიზნესთან, ინვესტორთან უნდა იყოს ახალი. აბსოლუტურად სხვანაირი იმისთვის, რომ დღეს ქვეყნისთვის თითოეული სამუშაო ადგილი არის უაღრესი მნიშვნელობის მატარებელი და არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს არის საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა, ამიტომ მადლობა მინდა ინვესტორს გადავუხადო, მადლობა მინდა გადავუხადო “აწარმოე სართველოს” გუნდს , იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგა.
ქართლი ტექსტილი არის გაგრძელება იმ დიდი პროექტის, რომელსაც აჭარა ტექსტილი ინვესტორები ახორციელებენ საქართველოში, ეს არის მეოთხე საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაც არის ყველზე მნიშვნელოვანი , რომ შემდეგი წლის ბოლომდე ამ საწარმოში იმუშავებს, 4000 რუსთაველი. “-განაცხადა გიორგი გახარიამ.









