რუსთავის ბაღების ეზოებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება,-ამის შესახებ TV4-ს რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება ბაგა-ბაღების გაერთიანების N22, 23-ე, 27-ე, 33-ე და 36-ე ფილიალებში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 600 000-მდე ლარია გამოყოფილი.
ბაღების რეკრეაციულ სივრცეებში იგეგმება ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, ბორდიურების და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება.
ამასთან, ზაზა ზაზაძის თქმით, სატენდერო პროცედურები 11 დეკემბერს დასრულდება.