ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღრსაზრდელებს საკანცელარიო მეთოდური მასალა გადაეცათ

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საკანცელარიო მეთოდური მასალა გადასცა.

დღესვე, რვა ბაგა-ბაღის ყველა სააღმზრდელო ჯგუფს ანალოგიური საჩუქრები გადასცა საერთაშორისო ორგანიზაცია ,, Save the Children”-მა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ამ ბაღებთან ,,Heart” პროგრამით და პერიოდულად ამარაგებს მათ სათანადო მეთოდური რესურსით.

“რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფილიალის სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართულმა 5-6 წლიანმა, 2015-მა აღსაზრდელმა მიიღოს საკანცელარიო მეთოდური მასალა სახლში, იმისთვის, რომ მათ ჩვენთან უკუკავშირი არ გაუჭირდეთ.

ამასთან, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ,,Save the Children” -ის საქართველოს წარმომადგენლობასთან. აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი პროგრამაა – ,,Heart“-ი. ამ პროგრამის ფარგლებში ,,Save the Children”-მა გადაამზადა რუსთავის 8 ბაღის 24 აღმზრდელი. მათთვის სისტემატურად ხდებოდა ,,Heart“-ის პროგრამაში გამოსაყენებელი მეთოდური მასალების მოწოდება. დღესაც მიმდინარეობს მათ მიერ გამოგზავნილი მეთოდური მასალების, კერძოდ საჭირო საკანცელარიო ნივთების დარიგება“, – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

 მეთოდური მასალების დარიგების პროცესს დაესწრო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე.