რუსთავში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა – ამის შესახებ TV4-ს ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა. მისი თქმით, შუა ხნის ქალი კლინიკაში ნოემბრის ბოლოდან მკურნალობდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში კორონავირუსზე კიდევ 4 ადამიანი გამოიკვლიეს და ვირუსული ინფექცია 2 მათგანს დაუდასტურდა.

ამასთან, კლინიკა “რუსთავში” გამოკვლეულ 24 ადამიანიდან კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა. ოთხივე მათგანი ამავე სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია.

N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ბოლო 24 საათში სწრაფი ტესტით 176 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან კორონავირუსი 57-ს დაუდასტურდა. “პისიარით” ვირუსული ინფექცია ერთ ადამიანს დაუდგინდა.