რუსთავში კორონავირუსს კიდევ სამი პაციენტი ემსხვერპლა

რუსთავში კორონავირუსს კიდევ სამი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირებული პირები ქალაქის კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ.

ორი პაციენტი კლინიკა “რუსთავში” გარდაიცვალა. 78 წლის ქალი ემსხვერპლა ვირუსს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, რომელიც კლინიკაში გარდაბნიდან გუშინ შეიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო.

შუა დღის მონაცემებით, ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვირუსი 16 პირს დაუდასტურდა, რომელთაგან 13 სწრაფი ტესტით, ხოლო 3 “პი-სი-არ” მეთოდით გამოიკვლიეს. პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, შუა დღის მონაცემებით, 38 პირს ჩაუტარდა.11-ის ტესტის პასუხი დადებითია.

რაც შეეხება “პი-სი-არ” კვლევას გუშინ გამოკვლეული 12 პირიდან, ვირუსი ერთ მათგანს დაუდგინდა. ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლში ვირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა.