ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კომპანია „რუსთავის წყლის“ 2021-2023 წლების საინვესტიციო გეგმები შეათანხმა.
კომპანია „რუსთავის წყალი“ მომავალი სამი წლის განმავლობაში 10 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.
სემეკის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლის უწყვეტობა, მიწოდების საიმედოობა და ხარისხი.
“საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, განხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით, გაგრძელდება გამრიცხველიანების პროცესი, მოეწყობა წყალარინების სისტემის მეშვეობით წყალსატევებში ჩაშვებული სითხის გასაფილტრი დანადგარები,” – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.