ტიკარაძე: გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83 პროცენტია

საქართველოში გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83%-ია,რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 3 988 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ათი ათასამდე ტესტი ჩატარდა და გამოვლენილი იქნა 2 501 დადასტურებული შემთხვევა. შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე 15 204 პირი გადის, რაც ონლაინკლინიკის ეფექტური მუშაობის შედეგია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საწოლფონდის ბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში დამატებითი გუნდია ჩართული, რომელიც კონტროლს ადგილზე ახორციელებს.

„საწოლფონდის ბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართულია არაერთი დამატებითი გუნდი იმისთვის, რომ ადგილზე კონტროლი შევძლოთ – საჭირო და არასაჭირო სტაციონარიზაციის იდენტიფიკაციისთვის, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 267 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 963, ხოლო კოვიდსასტუმროში 3 744 ადამიანია მოთავსებული