ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში კოვიდპაციენტებისთვის 12 საწოლი გამოიყო

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ფსიქიკური პრობლემების მქონე კოვიდ პაციენტებისთვის საწოლების მობილიზება მოხდა. ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა.

მისივე განცხადებით, ცენტრი რეგიონის მასშტაბით, კოვიდ დადასტურებულ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.  ამასთან, როგორც თეა ბაკაშვილმა განმარტა, ამ დროისთვის ცენტრში ორი კოვიდ პაციენტი მკურნალობს.