საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 883-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 105 პაციენტი.
14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა.