“პი-სი-არ” და სწრაფი ტესტების პასუხები რუსთავში- ბოლო 24 საათში შუადღის მონაცემებით, კორონავირუსი “პი-სი-არ” მეთოდით დაუდასტურდა, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ ხუთ პირს.
ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში “პი-სი-არ” ტესტი 11 ადმიანს ჩაუტარდა, სწრაფი ტესტით 140 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი 30 მათგანს დაუდასტურდა.
გამოკვლეული 106 პირიდან სწრაფი ტესტით 28-ის პასუხია დადებითი პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში, ხოლო გუშინ გაგზავნილი საკვლევი ნიმუშებიდან ვირუსი შვიდიდან ერთ პაციენტს დაუდგინდა. მარდალეიშვილის ცენტრში შუადღის მონაცემებით, 11 პირის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია.
კლინიკა რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში სწრაფი ტესტი 12 პაციენტს ჩაუტარდა, რომელთაგან ოთხის პასუხი დადებითია. ყველა მათგანი კოვიდის მიმღებ ცენტრში აგრძელებს მკურნალობას.
ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში 24 საათში საეჭვო სიმპტომების მქონე ერთი პირი გამოიკვლიეს და მას ვირუსი არ დაუდგინდა.









