გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 დეკემბერს 12:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის ქუცებზე, მე-18 მიკრორაიონში, ხოლო 12:00-დან 16:00 საათამდე – კოსტავას, კონსტიტუციის, ფიროსმანის, ბარათაშვილის, 9 მაისის, დუმბაძის, რუსთაველის, მშენებელთა, ბოსტანქალაქის, გომელაურის, სპორტის, ბათუმის, წერეთლის, ნიკოლაძის, დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, ბალანჩივაძის, სააკაძის, ჭავჭავაძის, 9 მაისის, მეტალურგების, გაგარინის, ქაშაკაშვილის, სარაჯიშვილის ქუჩებზე, მარის არხის I დასახლებაში.
13:00-დან 13:30 საათამდე – აბონენტებს სოფელ გამარჯვებაში.
13:00-დან 18:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ლემშვენიერა, მზიანეთი.
13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო, ნორგიული, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი. 14:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებს საბირკენდი, ალგეთი, აზიზკენდი, ოფრეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.