ქაშიბაძე: კაცი შემოვიდა დამწვრობით, თქვა, რომ კორონა დაამარცხა

“პაციანტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში, მოწიფული მამაკაცი, სახის და მტევნების დამწვრობით.
– რითი დაიწვით?

– კორონა დავამარცხე.

– კი მაგრამ, როგორ?

– რომ მოვრჩი, ტანსაცმელს ბენზინი გადავასხი და ეზოში დავწვი – მიპასუხა გახარებულმა.

p.s. დარწმუნებული ვარ დამწვრობასაც დაამარცხებს ”- წერს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე Facebook-ზე.