ბოლო 24 საათში რუსთავში ჯამში 240 სწრაფი ტესტი ჩატარდა, რომელთაგან კოვიდდადებითი 68 შემთხვევაა. N1 სამკურნალო -დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 11 პაციენტს დაუდასტურდა. 153 გამოკვლეული პირიდან 56-ის ტესტის პასუხი დადებითია N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას, სწრაფი ტესტი 6 პირს ჩაუტარდა, ვირუსი არცერთს დაუდასტურდა. საეჭვო სიმპტომების 9 პირი გამოიკვლიეს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, რომელთაგანაც ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონა ვირუსი.
რაც შეეხება სრულიად საქართველოსა და რეგიონს, ქვეყანაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ქვემო ქართლის რეგიონში 28. ჯამში ბოლო 24 საათში 2 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი ბოლო დღე-ღამეში. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.