3 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ზემო ბოლნისი, ნახიდური, კუდრო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, პანტიანი, მანგლისი, ახალსოფელი, წვერი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები და მიმდებარე სოფლებში, 14:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, უარაღოს, ნარიმანოვის, ბერიტაშვილის, აბდულა შაიგის, გიორგაძის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კარაბულახი, გედაგდაღი, მამიშლარი, პირველი სალამალეიქი, ახა და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.