N8 საჯარო სკოლის კედელზე გრაფიტი შესრულდა

საგრანტო პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელობის #8 საჯარო სკოლის კედელზე შესრულდა გრაფიტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრის დირექტორის, გვანცა შიშინაშვილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ტოლერანტული გზავნილების გავრცელებას, ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერას და თანასწორი გარემოს უზრუნველყოფას.