“ამაყი ვარ”- დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლი უკვე დატოვა. მანამდე მან გამოსამშვიდობებელი სიტყვა გაავრცელა.

“45-ე პრეზიდენტის ვადის ამოწურვისას მე ვდგავარ თქვენს წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. მიმდინარე კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არ დაუწყია “ახალი ომები”. სხვა ადმინისტრაციას 3,4,5 ან შესაძლოა, ათამდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესამუშავებლად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ ახლა, როდესაც მე ვემზადები გადავცე ხელისუფლება ახალ ადმინისტრაციას ოთხშაბათს, შუადღეს, მსურს, იცოდეთ, მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, მხოლოდ იწყება,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.