არასრულწლოვნებმა სასურსათო მაღაზია გაქურდეს-წაღებულია თანხა

დიღომში ორმა არასრულწლოვანმა  სასურსათო მაღაზია გაქურდა. როგორც ცნობილი ხდება, არასრულწლოვნებმა მაღაზია გადაადგილების შეზღუდვის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გაქურდეს.

წაღებულია 700 ლარამდე თანხა და სხვადსხვა პროდუქტი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ობიექტი მუშაობას შეფერხების გარეშე აგრძელებს.