ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ ადამიანი იმსხვერპლა

ქუთაისში, ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ მოხუცებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი აივანზე იდგა, რა დროსაც ტყვია თავში მოხვდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.