გამყრელიძე: ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია გრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია გრძელდება

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, თუ რამდენად მდგრადია დინამიკა დადებითობის მაჩვენებლის თვალსაზრისით.

„ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი და დინამიკა გრძელდება. დღევანდელი დილის დადებითობის მაჩვენებელი არის 5.8 პროცენტი. ბოლო სამი-ოთხი დღეა, დადებითობის პროცენტული მაჩვენებელი ოთხსა და ექვს პროცენტს შორის მერყეობს. ბოლო შვიდი დღის არის ექვსი პროცენტი, ანუ ამასაც კლების დინამიკა აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღევბას ვაქცევთ, რამდენად მდგრადია ეს დინამიკა დადებიტობისა. ბოლო 14 დღეში არის 7.1, მთლიანად იანვარი 8.7 და 30 დღე 9.4 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.