თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობაში ისევ ხანძარი გაჩნდა

ხანძარია მე-7 მიკრორაიონში, N22 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობაში ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშელო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ხანძარი ხშირად ჩნდება. ცეცხლი ძირითად შემთხვევებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს უკიდია.