თეატრის მიმდებარე სკვერსა და მუსიკალურ სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

დღეს ქალაქის მერი თეატრის მიმდებარე სკვერისა და მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 სამუსიკო სკოლის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია საკონცერტო დარბაზს და შენობის პირველ სართულს უტარდება.

ეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში მიმდინარეობს შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები. პრეოქტის ღირებულება 600 ათას ლარამდეა და ამ წლის მარტში უნდა დასრულდეს.

ასევე მიმდინარეობს თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, რეკრეაციულ სივრცეში ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ქვეითთა ბილიკები და შადრევანი მოეწყობა, განთავსდება დეკორატიული სკამები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. გათვალისწინებულია სანიაღვრე და სარწყავი არხების განახლებაც.

სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 8 თვეში უნდა დასრულდეს.