თურქეთში საქართველოს მოქალაქე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექვსმა პირმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქემ მუღლის პროვინციაში მცხოვრები 84 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული ქონება მიითვისა. საუბარია საერთო ჯამში 100-ზე მეტ ერთეულ უძრავ ქონებაზე.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მოხუცს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. დაკავებულების ნაწილი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. სამი პირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ლ.კ.-ს საქმე კი სასამართლოს გადაეცემა.