კახაბერ ცხვარაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

 რუსთაველმა თვითნასწავლმა მხატვარმა კახაბერ ცხვარაძემ საკუთარი ნამუშევრების ჩვენება მოაწყო.

ფერწერული ტილოები და გრაფიკები საკალათბურთო კომპლექსის მიმდებარე სკვერში გამოიფინა.

ნამუშევრები შერეული თემატიკის იყო და ავტორის თქმით, გამოფენა შობის დღესასწაულს მიეძღვნა.

კახაბერ ცხვარაძე გაერთიანება გამას წევრია, ხატვა 2011 წლიდან დაიწყო და მისი ნამუშევრების ჩვენება სხვადასხვა დროს საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა.