კლინიკა “რუსთავში” ინტოქსიკაციით დედა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას, მე-15 მიკრორაიონის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
როგორც TV4-ისთვის ცნობილი ხდება, დედა და სამი შვილი კონტაქტურები იყვნენ და სასწრაფო ადგილზე დროულად მივიდა.