“კოვიდგადატანილმა პაციენტმა, შესაძლოა, სხვა დააინფიციროს”

„კოვიდგატანილმა პაციენტებმა ნიღაბი აუცილებლად უნდა ატარონ, რადგან ისინი შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ და სხვა დააინფიცირონ“,-  ამის შესახებ Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა და ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.

ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი, შესაძლოა, სხვისი დაინფიცირების მიზეზი გახდეს. ექიმი ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს მოუწოდებს, რომ ატარონ პირბადე.

„ხალხს ჰგონია, რომ თუ მათ კოვიდი მოიხადეს, შეუძლიათ ნიღაბი აღარ ატარონ ან დისტანცია აღარ დაიცვან, მაგრამ იცოდეთ, მათ კი მოიხადეს კორონავირუსი და შეიძლება რეინფიცირება აღარ მოხდეს, მაგრამ ისინი ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ და სხვა დააავადონ, ამიტომ ყველა რეკომენდაციის დაცვა უნდა განაგრძონ. კორონას გადატანის შემდეგ, ეს იმუნიტეტი დედამიწაზე ამჟამად გავრცელებული კორონავირუსის ყველა შტამისგან გვიცავს“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.