კომპანია “რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს

22 იანვარს, პარასკევს კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში, კიროვოკანის ქუჩა N23-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, შეიცვალა წყალსადენის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 22 იანვარს, პარასკევს, დღის 12:00 საათიდან, 23 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ქალაქ რუსთავში მე-7, მე-7-ა და მე-8 მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას.

კომპანია რუსთავის წყალი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით