ლადო კახაძე მზად არის, კოვიდვაქცინა პირველმა გაიკეთოს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ მზად არის კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც საქართველოში შემოიტანენ, პირველმა გაიკეთოს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ ნდობას აამაღლებს.

“იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, ურწმუნოთა დასანახად კი არა მარტო, არამედ ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება და მე მაგალითად მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც არის, არასამთავრობო სექტორიდან ვინც არის, საპატრიარქოს მივმართავ დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენისა ადამიანის რწმენაზე, იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ გავიკეთოთ ეს, რათა ადამიანებს მივცეთ კიდევ ერთხელ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა. მე მადლობელი ვიქნები”, – განაცხადა ლადო კახაძემ.