მამუკა მდინარაძე: შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების განხორციელება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მარტივი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტარები სააკორორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული.

„ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების განხორციელება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მარტივი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა. არანაირი ბენეფიტი შეზღუდვას არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, იცავს ეკონომიკას. ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი თვის წინ, დღეში საშუალოდ 5000 ათასი შემთხვევა გვქონდა. ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. გვახსოვს გარდაცვალების მაჩვენებელი. ასევე, იყო პერიოდი, როცა ჯანდაცვის სისტემისთვის ურთულესი ხდებოდა გამკლავებოდა ამ უმძიმეს გამოწვევას. ჩვენ თანმიმდევრული ღონისძიებებით, შეზღუდვებით შევძელით რომ ეს ყველაფერი უმოკლეს დროში ყოფილიყო იმგვარი დინამიკის, რომ დღეს დაახლოებით 1000 შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებლი 4%-ს ჩამოსცდება, შეზღუდვების მოხსნა შეძალებელი იქნება.

„ვფიქრობთ, რომ გარკვეული ინდიკატორები იყოს, იყოს გარკვეული დათქმა, რომ მაგალითად, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზრუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ. ამ ინდიკატორზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შეზღუდვების მოხსნა.” – განაცხადა მდინარაძემ.