ნინო ლაცაბიძე უფასო სასადილოებში არსებულ ვითარებას გაეცნო

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე უფასო სასადილოებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

მისი თქმით, ვიზიტის მიზანი იმის შეფასებაა, რამდენად შეესაბამება კოვიდ-პანდემიით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს სასადილოში არსებული მდგომარეობა.

“რუსთავში ოთხი ასეთი სასადილო გვაქვს , 2020 წლის მდგომარეობით ჯამში 1900 ბენეფიციარი სარგებლობდა, ხოლო 2021 წელს იზრდება როგორც ბიუჯეტი, ასევე ბენეფიციართა რაოდენობა, აქვე ავღნიშნავ რომ ბენეფიციარების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ახდენს მუნიციპალიტეტი.

ჩემი ადგილზე მისვლის მიზანი იყო ის, რომ დავრწუნებულიყავი პანდემიით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს რამდენად შეესაბამებოდა იქ არსებული მდგომარეობა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ასეთი სასადილოების არსებობა ჩვენს ქალაქში საერთოდ არ იყოს საჭირო, მაგრამ სანამ ამის საჭიროება გვაქვს, აუცილებელია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ღირსეულ პირობებში ხარისხიანი საკვები მიირთვან, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს ღონისძიებებს.”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ინფორმაციისთვის, ქალაქში არსებული ოთხი სასადილოთ სულ 1900 რუსთაველი სარგებლობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან იზრდება ბიუჯეტი და ბენეფიციარების რაოდენობა 2000-ამდე გაიზრდება.