“ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ ვაქცინა გამოჩნდება”

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, ჭორებს ნუ აყვებიან და მოიცადონ მანამ, სანამ ვაქცინა ქვეყანაში არ გამოჩნდება.

“მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ გამოჩნდება ეს ვაქცინა, ფიზიკურად ჯერ ეს ვაქცინა არ არის, ჩვენამდე არ მოუღწევია, აი რომ მოაღწევს და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები რაც ჩვენ ყველას გვაინტერესებს, დავუსვათ ეს კითხვები ექიმებს.

დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ ხალხო სახლში, ასხურეთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა თუ გჯერათ და თუ არ გჯერათ, ნუ რა ვქნათ, დაიჯერებთ”, – თქვა მეუფემ.