თბილისის მერიასთან შეზღუდვების გახანგრძლივების გამო საპროტესტო აქცია იმართება. ქვეყანაში პანდემიის გამო გახანგრძლივებულ შეზღუდვებს “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აპროტესტებენ.
აქციას პერფორმანსის სახე აქვს, დემონსტრანტები დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან ჯაჭვებით გადაბმულები დგანან.
აქციის მონაწილეებს მერიის პარკინგის გასასვლელი აქვთ გადაკეტილი. აქტივისტები ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებენ.