ძმისშვილის მიერ დაჭრილი 69 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. ამის შესახებ TV4-ს კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაცით, 23 წლის ახალგაზრდა კაცმა ბიძას სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მოხდა. დაჭრილი მამაკაცი სამკურნალოდ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
23 წლის მამაკაცი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.