საპატრიარქოს “ჩოხოსანთა რუსთავის სადროშოს წევრები” კლინიკა „რუსთავში“ იმყოფებოდნენ. მათ 2021 წელს დაბადებულ ახალშობილებს საჩუქრები და საახალწლო ტკბილეული გადასცეს.
“რუსთავის ჩოხოსანათა სადროშოს” ხელმძღვანელის, ვასილ ძირკველიშვილის განცხადებით, პირველი ახალშობილების მონახულება ტრადიციად იქცა და მეექვსე წელია, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა “რუსთავში” დაბადებული 4 ახალშობილიდან 2 პატრიარქის მომავალი ნათლულია.