რუსთავში ბოლო 24 საათში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 43 ტაქსის მძღოლი გაიტესტა. როგორც ქალაქის დიაგნოსტიკურ ცენტრებში TV4-ს განუცხადეს, ჯამში რუსთავში შუადღის მონაცემებით, 180-მდე ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, 36 პირის ტესტის პასუხი დადებითია.
კერძოდ, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ტესტი 81 პირს, მათ შორის 22 ტაქსის მძღოლს ჩაუტარდა, 17 პირის ტესტის პასუხი დადებითია. ტაქსის მძღოლების ტესტის პასუხი კი კორონავირუსზე, უარყოფითია.
N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 99 პირი გამოიკვლიეს სწრაფი ტესტით, ვირუსი 19-ს დაუდგინდა. მათ შორის 21 ტაქსის მძღოლი იყო, რომელბსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.