სად წავიდა სქროლები?

კომპანია “სქროლმა” რუსთავში ელექტროსკუტერების შემოყვანა დროებით შეზღუდა. როგორც კომპანიაში TV4-ს განუცხადეს, მიზეზი  ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შედარებით დაბალი მოთხოვნაა.

კომპანიის ცნობით, ელექტროსკუტერები ქალაქში აპრილის თვეში დაბრუნდება.

ინფორმაციისთვის, სქროლები ქალაქში “რუსთაველების” ინიციატივითა და აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით,  სექტემბრის თვეში შემოიყვანეს.