სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებილი.როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
დაშავებული ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.