სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხზე კაჩაგანში შეხვედრა გაიმართა

სარწყავი ინფრასტრუქტურის და საირიგაციო არხების მოწყობის საკითხზე კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს, განიხილეს სატუმბო სადგურის მოწყობის საკითხი. პროექტის განხორციელებასა და დაგეგმვაში აქტიურად ჩაერთვება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და “საქართველოს მელიორაცია”.

“მელიორაციის, ირიგაციის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და გვინდა, რომ ამ მიმართულებით არსებული სხვადასხვა გამოწვევა მოგვარდეს. შეხვედრა გვქონდა კაჩაგანში. თქვენ იცით, რომ მერობის პერიოდში ჩვენი დაპირება იყო, რომ აქ სატუმბო სადგური აშენდებოდა. დღეს მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელთან გავიარეთ ეს საკითხი და გვინდა, რომ წელს შევისყიდოთ  პროექტი, რომ შემდეგ მუნიციპალიტეტმა შეძლოს და ააშენოს ეს სატუმბო სადგური.”-განაცხადა პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა.