საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.
შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებების გაკეთებაა დაგეგმილი.
სალომე ზურაბიშვილი სტონტელბერგან შეხვედრის შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს 2 დღის წინ ეწვია. ბრიუსელში პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ლიდერებთან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან და ბელგიის მეფე ფილიპესთან.