ყარაჯალარში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ხანძარია

გარდაბანში, ყარაჯალარის მიმდებარე  ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც TV4-ის ჟურნალისტი  ადგილიდან იუწყება,  ცეცხლი ბალახს უკიდია.

ხანძარი საცხოვრებელი სახლებისგან  200 მეტრის მოშორებითაა, არის ცეცხლის რამდენიმე კერა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი TV4-ის გადამღებმა ჯგუფმა გამოიძახა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ადგილზე მობილიზებული  იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.