ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი მუშაობს.

სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.