ციხისძირში ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ციხისძირის მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია. ციხისძირში ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია.

ციხისძირში რამდენიმე ავტომობილი მოცურდა, რის გამოც გზის ნაწილიც ჩაიხერგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზების გაწმენდა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ მონაკვეთამდე სპეციალური ტექნიკა ჯერ არ მისულა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.