ავსტრალიაში ხანძარია- ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

ავსტრალიაში ძლიერი ხანძარია. უცხოური მედიის ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ქალაქ პერთის მოსახლეობას მიაყენა. ძლიერი ქარის გამო, მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ცეცხლის ჩაქრობას.

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ზიანის მასშტაბი გაიზარდოს. ჯერჯერობით, ხანძრისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია.