უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3074 ლარი ეღირება, ევრო – 4.0625 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4941 ლარი.

დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3028 ლარი ღირდა, ევრო – 4.0605 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.5209 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 იანვარს ამოქმედდება.