ახალგაზრდული ჰაკათონის ფინალური ეტაპი რუსთავში(+ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიქას” ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით, რუსთავში ახალგაზრდული იდეების ჰაკათონი ჩატარდა. პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა. 14-დან 28 წლამდე მონაწილეებმა რუსთავში არსებულ გამოწვევებზე იმუშავეს.

ცხრა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ფინალურ ეტაპზე საკუთარი იდეები წარადგინეს. მოსწავლეებმა განსაზღვრეს საზოგადოებაში არსებული პრობლემები და  იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. სააგენტოს დაფინანსების ფარგლებში ორგანიზაცია “სიქამ”  რობოტექნიკა და მრავალფუნქციური პლანშეტები შეიძინა.

ამასთან, ჰაკათონის წინა ეტაპებზე ბავშვებმა რობოტექნიკისა და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები შეისწავლეს.