იდეების კონკურსი ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის(+ვიდეო)

“ბოლნისის ახალგაზრდული იდეა” ევროპის ფონდის მხარდაჭერით საგრანტო კონკურსს აცხადებს.

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი 15- დან 24 წლის ჩათვლით ბოლნისელებს პროექტების დაწერასა და განხორციელებაში დაეხმარება.

ბოლნისის ახალგაზრდული იდეა იმ ადამიანებს დააფინანსებს, რომლებსაც თავიანთ დასახლებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა სურთ.

პროგრამის ფარგლებში თანხა გამოიყოფა არაფორმალური განათლების, ეკოლოგიისა და საქველმოქმედო აქტივობების მიმართულებით.

საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, იდეების დაფინანსების წინა ეტაპზე 15-მდე პროექტი განხორციელდა და 40-მდე მოხალისე ჩაერთო.