ბიზნესს თანამშრომლების უფასოდ გატესტვა შეეძლება

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლეს საშუალება ექნებათ სახელმწიფოს დაფინანსებით დატესტონ თავიანთი თანამშრომლები კორონავირუსზე. ამისთვის ისინი სპეციალურ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.

“დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, ანუ, ბიზნესისთვის უფასოდ, 1-ელ მარტამდე, გატესტონ თავისი თანამშრომლები, ტესტირების პროტოკოლის შესაბამისად”, — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტებისა და რისკ-ჯგუფების უფასო ტესტირებაც.