დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 ახალი ტიპის ჯგუფიდან, რომლებიც Covid-19-ის ტესტირების პროცესში ჩაერთვნენ ყველაზე მეტი დადებითობის მაჩვენებლით, 1,5%-ით, რელიგიურ მსახურთა ჯგუფი ლიდერობს.
კონკრეტულად, 4 231 პირიდან კორონავირუსი 62-ს დაუდასტურდა, შემდეგ მოდის ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანები 1%-იანი მაჩვენებლით, გამოკვლეულია 5 035 მოვაჭრე. მესამე, ახალი ტიპის ტაქსის მძღოლების მაჩვენებელი შედარებით დაბალი, 9 222 პირის 0,7%-ია — 67 ინფიცირებულით.
“0,7% არ არის მაღალი გავრცელება ტაქსის მძღოლებში”. რელიგიის მსახურებში გვაქვს ცოტა მეტი 1,5%, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.