დღეიდან რუსთავის აგრარულ ბაზრებში დასაქმებულების ტესტირება დაიწყო

დღეიდან რუსთავის აგრარულ ბაზრებში კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო. სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულ ადამიანებს ტესტირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, სწრაფი ტესტი ქალაქის მასშტაბით, ყველა აგრარულ ბაზარში დასაქმებულ ადამიანს ჩაუტარდება.

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, აგრარული ბაზრები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსზე  ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და საკოლმეურნეო ბაზრობებზე დასაქმებულები ჩაერთვებიან. საბჭომ გადაწყვეტილება 28 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.