ვანში ტაქსის მძღოლმა მეორე ტაქსის მძღოლი დაჭრა

 ვანში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შუახნის მამაკაცია დაჭრილი. დაპირისპირება ორ ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთი მძღოლი სახლში წავიდა, სანადირო თოფი აიღო და შუა ხნის მამაკაცი ფეხში დაჭრა. 

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.