თურნავა ოპოზიციაზე: აქვთ იმედი, რომ მღვრიე წყალში თევზს დაიჭერენ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მოქალაქეებს ამბოხისკენ მოუწოდოს.

“არის ძალიან გამოხატული რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დაჯუფება, რომლის გზაც არ არის ევოლუციური, არ არის არჩევნები და ეს გზა არის იმედი იმისა, რომ მიეცემათ საშუალება, სოციალური თუ ეკომონიკური პრობლემების ფონზე, მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და მოუწოდონ მოქალაქეებს ამბოხისკენ და ქუჩის გზისკენ. ჯერ ერთი, ნებისმიერი რევოლუცია, ამბოხი თუ დესტაბილიზაცია იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად, ქვეყნისთვის. ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს და ისევე, როგორც პრემიერმინისტრს არაერთხელ უთქვამს, ჩვენ ამას უბრალოდ არ დავუშვებთ”, — განაცხადა თურნავამ.